რა ქონებას ფლობს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი
მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე 3 945 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. ტაბატაძის მიერ 2020 წლის 28 მაისს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა.

ტაბატაძემ 1990 წელს ქალაქ თბილისში 88 კვ.მ ფართის ბინა 200 000 მანეთად შეიძინა. 1999 წელს მან 1 500 დოლარად იყიდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის სოფელ გრიგოლეთში, ხოლო 2005 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში შეიძინა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 3 500 დოლარად. ტაბატაძის საკუთრებაშია მარეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მდებარე 2 145 კვ.მ მიწის ნაკვეთიც, რომელიც მან 2006 წელს 7 500 დოლარად შეიძინა.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის მეუღლის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება, მაგრამ მისი ქალიშვილი ფლობს 56,6 კვ.მ ფართის ბინას თბილისში, რომელიც მან 2018 წელს 81 000 დოლარად შეიძინა.

უძრავი ქონების სახით მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი 1996 წელს გამოშვებული მერსედეს ბეცს ფლობს, რომელიც მან 2005 წელს 5 000 დოლარად შეიძინა.

შპს „ჯიშსაშეი საქართველოში“ ტაბატაძე 14,28%-იან წილს, ხოლო შპს „მეზონინი საქართველოში“ 30%-იან წილს ფლობს. აზურ ტაბატაძე შპს „ლომთაგორა 2000“-ის პარტნიორია, მაგრამ როგორც ქონებრივ დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, ის ამ კომპანიაში 0%-იან წილს ფლობს.

რადიო „მარნეული“

Print