„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ვინ იქნება პრემიერი - ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ - სულეიმანოვი გახარიას გადადგომას ეხმაურება

დღეს, 18 თებერვლას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გადადგა.

გახარიამ გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას საქმეში გუნდთან შეუთანხმობლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომის მერე ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ინიცირებენ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი რადიო მარნეულთან საუბრისას პრემიერის გადადგომას ეხმაურება.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხვალ პრემიერი. ოპოზიციას ერთი ძირითადი თხოვნა ის აქვს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. იმიტომ, რომ გაყალბებულ პარლამენტში სხვა ოპოზიციურ ძალებსაც არ სურს მონაწილოება. სახელმწიფო ვალდებულია ჩაატაროს არჩევნები. მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ ჩვენ რამე შეთანხმებას“

სულეიმანოვის თქმით, მოსახელობა ითხოვს ქვეყანაში სიახლეებს, ახალ სამუშაო ადგილებს და დღევანდელი მთავრობა არაა მზად ამ სიახლეებისთვის.

„სახელმწიფოში სიახლეები არაა. დღითიდღე საქართველო 90-იან წლებშ ბრუნდება. ეს არაა სიახლე. საქართველოს მოსახლობას სურს განთავისფლდეს კრიმინალისგან, სამუშაო ადგილები იყოს. დღეს სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა“.

“ქართული ოცნება” პრემიერმინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ, 19 თებერვალს დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

Print