„გახარიას გადადგომა იყო გუნდში მარტო დარჩენილი ადამიანის გადაწყვეტილება" - მურად მურადოვი
„გახარიას გადადგომა იყო გუნდში მარტო დარჩენილი ადამიანის გადაწყვეტილება. ეს არ არის პირდაპირ დაკავშირებული ნიკა მელიას ძალისმიერი დაკავების მცდელობასთან და საწინააღმდეგონო პოზიციის ქონის გამო. ჩვენ გვახსოვს, ეს ადამიანი არის 20 ივნისის ავტორი და ეს იყო იმის გამო გადადგმული ნაბიჯი, რომ ეს ადამიანი ცდილობს თავისი რეპუტაციის შენარჩუნებას და მეორე ის, რომ მარტო არის დარჩენილი გუნდში“ - ასე ეხმაურება პარტია „ლელო საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურად მურადოვი გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას.



მურადოვი ამბობს, რომ ოპოზიციის პოზიცია არ იცვლება და ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით.

საქრთველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, , 18 თებერვალს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. გახარიამ აღნიშნა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საქმეზე გუნდთან შეუთანხმებლობაა.

„სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას საკითხზე - მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას"
- თქვა გიორგი გახარიამ

შინაგან საქმეთა სამინისტროშ აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავება გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.
რადიო „მარნეული“ ცდილობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დარეკვას და მათი პოზიციის გაგებას მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები