ზაურ დარგალის და სავალან მირზოევის "ფოტორექცია" ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებაზე
როგორც კი პარტია ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პრემიერ მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის და პროპორციული სიით პარლამენტში შესული სავალან მირზოევის ფეისბუქ გვერდებზე მათი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა.
პოსტებს დეპუტატების ფეისბუქ გვერდებზე, ძირითადად, ქართული ოცნების აქტივისტები აზიარებდნენ. სავალან მიროევმა კი, სხვადასხვა წლებში, ირაკლი ღარიბაშვილთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ რომ დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ მინისტრობის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა. მიზეზად კი ნაციონალური მოზრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა.
ქართულმა ოცნებამ პოლიტ საბჭოზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები