მარნეულის საჯარო სკოლებში COVID-19-ის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია ადგილობრივი რესურსცენტრიდან მოგვაწოდეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, კორონავირსუსის შემთხვევა მარნეულის N5 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა (დაინფიცირდა ერთი  მასწავლებელი და ერთი მოსწავლე).  COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლეჟბადინის საჯარო სკოლაშიც.

როგორც რადიო „მარნეულს“ მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ლელა ხარშილაძემ განუცხადა, კორონავირუსთან საბრძოლველად ყველა საჭირო ღონისძება გაატარეს და ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.
„ორი კლასი გადავიყვანეთ ონლაინსწავლებაზე, ერთი მასწავლებლის, ერთი კიდევ მოსწავლის ინფიცირების გამო. ესენია 3კლასი და 3 კლასი“

წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდა ლეჟბადინს სკოლაშიც, დირექტორის, დურსუნ ისმაილოვის თქმით, კორონავირუსი ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა როგორც პედაგოგი, ასევე რამდენიმე მოსწავლე.

აღსანიშნავია, რომ სკოლები, კორონავირუსზე პერიოდულად, ყოველ ორ კვირაში იტესტებიან.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print