რა (არ) შეიცვალა მარნეულის ცენტრალურ პარკში
მარნეულში ერთ-ერთ დასასვენებელ ადგილად ცენტრალური პარკი მიიჩნევა, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ადამიანი სტუმრობს. რეკრეაციული ზონის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა გახსნიდან რამდენიმე თვეში, ინვენტარის უმრავლესობა დაზიანდა. 2020 წლის ივნისის თვეში მერიამ არსებული მდგომარეობა შეისწავლა და აღნიშნა, რომ საჭირო იყო დაჩქარებულიყო რეკრეაციული სივრცის მოვლა-შენახვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

ფოტო: არქივიდან


პარკში უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაცვის სამსახურს, ხოლო მოვლა-შენახვა, შპს „სუფთა მარნეულს“დაევალა, თუმცა ტერიტორიაზე ინვენტარის შეკეთების ან ჩანაცვლების კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.



საქანელების უმრავლესობა ისევ კუსტარულადაა შეკეთებული, ნაწილი კი ტერიტორიაზე აღარ ჩანს.


დაზიანებულია რამდენიმე  "აიწონა-დაიწონა", მოსასვენებელი სკამები და  სანაგვე ურნა.



როგორც დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩვენთან პირად საუბარში თქვეს, ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში იცავენ და მოქალაქეებსაც ხშირად მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ ინვენტარს.



მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ  პარკი მოვლა-შენახვის ვალდებულება ახლახანს გადაეცა შპს „სუფთა მარნეულს“. მათი განმარტებით,  აღნიშნულმა სამსახურმა მდგომარეობა უკვე შეისწავლა და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას აუცილებლად გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.



ამავე თემაზე: მილიონიანი პარკის ტერიტორიის გახსნიდან ოთხ თვეში, ინვენტარი დაზიანებულია

მარნეულის ცენტრალური პარკის მოვლა-შენახვის ვალდებულება ჯერ კიდევ არავის გადასცემია



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები