ბოლნისის მერიას ინფომრაციის აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნების მოთხოვნით სასამართლოში ედავებიან
სამოქალაქო აქტივისტი ნაშირ ორდუხანოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საჯარო ინფორმაციის, ვებ-გვერდსა და ფეისბუქზე, აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებას ითხოვს. ნაშირმა ორი წლის წინ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიასაც მიმართა და თხოვა, რომ საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდებზე აზერბაიჯანულ ენაზეც განთავსებულიყო, მაგრამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

ნაშირმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურიდიული დახმარებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას სასამრთლოში უჩივლა, ხოლო დღეს, 19 თებერვალს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.

„დღეს იყო წინასასამართლო სხდომა და საქმის განხილვა ორ აპრილამდე გადაიდო. სხდომის მსვლელობისას ჩვენს არგუმენტებზე ვმსჯელობდით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა კი გვითხრეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ქართული ენის სწავლებით დაინტერესებული არააო. ანუ ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის განთავსებას არანაირი აზრი და მნიშნველობა არ აქვსო და არ აპირებენ რომ საჯარო ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე განათავსონ“. - გვითხრა ნაშირ ორდუხანოვმა

სამოქალაქო აქტივისტის განმარტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა მათთვის გასაგებ ენაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდებას არ აპირებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს სხდომასთან დაკავშირებით მასალებს არ გაცნობია და ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს, მაგრამ განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები