404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მინივენებმა მგზავრობა გააიაფეს
მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავმა ტაქსებმა მგზავრობის საფასური გააიაფეს. თბილისამდე წასვლა და პირიქით,  5 ლარის ნაცვლად ახლა 3 ლარი ჯდება.   "დისპეჩერმა" ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ტრანსპორტის ღირებულება საზოგადოების მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინების გამო გადაწყვიტეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ახალი ტარიფით კმაყოფილია, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ სასურველია მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავმა „მინივენებმა“ ძველი ღირებულება დაიბრუნონ.

“ადრე უფრო ხშირად ვსარგებლობდი მინივენებით, ახლა სიმართლე გითხრათ კარგა ხანია არ წავსულვარ თბილისში. თუ საფასური გაიაფდა, უფრო კარგია ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ 5 ლარის გადახდა არც ისე მარტივია და იაფი. კარგი იქნება თუ უფრო გაიაფდება და ძველ ფასს დაუბრუნდება. ისევ 2.50 რომ გახდეს, კარგი იქნება“

„ 5 ლარი  ძვირი იყო, მოსახლეობას ფინანსური პრობლემები ექმნებოდა, 3 ლარი უფრო კარგია. კარგია, რომ შეამცირეს თანხა, 5 ლარი მართლა ძვირი იყო. ავტობუსებიც არ მუშაობს,  მოსახლეობა იძულებულია ტაქსით ისარგებლოს“

„2 ლარი უფრო კარგია,  ახლა თუ თავისთვის „ხალტურას“ არ აკეთებენ,  ის ერთი ლარი რა თქმა უნდა,  ბევრია. არიან მოქალაქეები, რომლებსაც დაბალი  ხელფასები აქვთ და  და გზის ფულს ვერ იხდიან“ , - ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა

მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავმა ტაქსებმა მგზავრობა მას შემდეგ გააძვირეს, რაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა.


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია