404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ზაურ ტაბატაძემ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა - TDI-ს წარმომადგენელი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი ეკა ჭითანავა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას დისკრიმინაციულად და საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების ფუნდამენტური უფლებების დარღვევად აფასებს.

„როდესაც საუბარი მიდის ეთნიკურად აზერბაიჯანელების უფლებებზე საქართველოში, მაშინვე მოყავთ მაგალითი თუ რა მდგომარეობა არსებობს მეზობელ სახელმწიფოებში ეთნიკურად ქართველების მიმართ, რაც არასწორია. იმიტომ, რომ ნაცვალდების კონტექსტში საუბარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე არის მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“ - განაცხადა ეკა ჭითანავამ

აღსანიშნავია, რომ 19 თებერვალს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარნეულთან“ იმ სასამართლო პროცესის შესახებ ისაუბრა, სადაც მარნეულის მერიაში მოქალაქეებისათვის ოფიციალური წერილის აზერბაიჯანულ ენაზე წარდგენის უფლება განიხილებოდა.

„დახმარებით ყველა მიეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ რომ დარეგისტრირდეს განცხადება აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე მითხარით რომელ სახელმწიფოში ხდება კიდევ ეს და კი ბატონო, გავაკეთოთ. აზერბაიჯანშიც ცხოვრობენ ქართველები ხო? აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქართილად შეიძლება დაარეგისტრირო განცხადება? ხომ გვაქვს სახელმწიფო ენა, თორემ არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ კონსტიტუცია არ გვაძლევს ამის საშუალებას. არის სახელმწიფო ენა განსაზღვრული და მხოლოდ ამ ენაზე შეიძლება საქმისწარმოება“ - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ 19 თებერვალს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ დისკრიმინაციულ განცხადებებს და მათ განცხადებებიდან გამომდინარე ეროვნული და ეთნიკური უმცირესობები არ აღიქმებიან საქართველოს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად.

„ეროვნულ უმცირესობებს, მათ შორის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, უნდა ჰქონდეთ უფლება გარდა სახელმწიფო ენისა საქმისწარმოება შეძლონ აზერბაიჯანულ ენაზეც და ამაზე არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო დოკუმენტები და სტანდარტები. მაგალითად, ეროვნული უმცირესობების ჩარჩო კონვენციის თანახმად, იმ რეგიონებში სადაც ეროვნული უმცირესობები წარმოდგენილები არიან დიდი რაოდენობით, იქ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღება მათ ენაზე. ასევე, ეუთოს დოკუმენტის თანახმად, ესაა ოსლოს რეკომენდაციები ეროვნული უმცირესობების ლინგვისტურ უფლებებთან დაკავშირებით, აქაც საუბარია იმაზე, რომ იმ ადგილებში და რეგიონებში სადაც ადამიანები მიეკუთნებიან ეროვნულ უმცირესობას და ისინი წარმოდგენილი არიან დიდი რაოდენობით და აქვთ სურვილი რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია ჰქონდეთ როგორც ოფიციალურ, ასევე მათ ენაზე, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას პირობები და მისცეს მათ ამის შესაძლებლობა“ - განაცხადა ეკა ჭითანავამ

19 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მარნეულის მერიის წინააღმდეგ შესული სარჩელი განიხილა. სარჩელის ავტორის რაშან ზიადალიევის განცხადებით, მარნეულის მერიისაგან ითხოვენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას მერიაში წერილების შეტანის შესაძლებლობა აზერბაიჯანულ ენაზე ჰქონდეს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია