404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ოთხწლიანი სამუშაო პროცესი მარნეულის ტურისტული ჯიხურის გასახსნელად
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აშენდა, თუმცა შენობით სარგებლობა დღემდე შეუძლებელია. ჯიხურის მოწყობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ შენობის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი მერიამ გამოაცხადა და 977 ლარი დახარჯა.

ცენტრის მშენებლობის ვალდებულება საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აიღო და 2019 წლის თებერვალში 65 118 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვბულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება 59 746 ლარად შესთავაზა და ცენტრის მშენებლობა 2019 წლის აპრილში დაიწყო. ტურისტული ჯიხური იმავე წელს აშენდა.

ჯიხურის გახსნაზე საუბარი ბოლოს 2020 წლის ივნისის თვეში იყო, მაშინ მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა ტურიზმის საკითხებში, ელგუჯა კუპატაძემ  გვითხრა, რომ ცენტრში გარკვეული სამუშაოები იყო დასასრულებელი და მისი გახსნა ივლისის თვეში იგეგმებოდა.

ტურისტული საინფორმაციო ჯიხური ვერც ივნისის თვეში გაიხსნა და ცენტრის ფუნქციონირებას ახლა უკვე პანდემიამ შეუშალა ხელი. 



„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია არის ასეთი „ზრდა“, რომელმაც გამოთქვა სურვილი და გააკეთა ბევრი რამე იქ. ცენტრი აღეჭურვა საჭირო ინვენტარით. ახლა რჩება მხოლოდ და მხოლოდ წყლის მილის გაკეთება. იმედია, პანდემია მოგვცემს საშუალებას, რათა ტურიზმის სექტორში ადამიანები დასაქმდნენ. დანარჩენი, თითქმის ყველაფერი  დასრულებულია. პანდემია გვიშლის ძირითადად ხელს, სხვა მეტი, არსებითად ხელისშემშლელი ფაქტორი,  არაფერია. ახლა პანდემია რომ არ იყოს და გაიხსნას ტურისტული სექტორი და ამუშავდეს,  ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმ ორ კვირაში დავიწყოთ მუშაობა“, - ამბობს ელგუჯა კუპატაძე

ელგუჯა კუპატაძის თქმით, მარნეულის ტურისტულ საინფორმაციო ჯიხურში რამდენიმე ადამიანი დასაქმდება, რომლებიც მუშაობისთვის საჭირო ტრენინგებს და პრაქტიკებს გაივლიან.

მარნეულის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციით. ტენდერის მიხედვით, ცენტრი განახორციელებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებას. შექმნის საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ განახლებას.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია