404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მელიას დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს ზაურ დარგალმა მადლობა გადაუხადა
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი, ზაურ დარგალი შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობას უხდის. დარგალის განმარტებით, სამართალდამცველებმა დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

„მე ძალიან მიხარია, რომ დღეს დემოკრატიულ საქართველოში ჩვენი პოლიცია ძლიერია და ჩვენი პოლიცია მოქმედებს მიღებული საერთაშორისო სტანდარტებით“. - განაცხადა ზაურ დარგალმა

მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად ნიკა მელიას სტატუსისა ის უნდა დაეკავებინათ.

"ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანაბარი. როგორც მთლიანად საზოგადოებას, მეც მაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენი სახელმწიფო გაძლიერდეს, განვითარდეს და ეს მოხდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი გაძლიერდეს და ყველამ პატივი სცეს კანონს“. - გვითხრა ზაურ დარგალმა

დღეს, 23 თებერვალს, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრნენ და პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ოპოზიციის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებას დიქტატურის წინაპირობად აფასებენ.

ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში და განაცხადა, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია