მარნეული-თბილისის მარშუტკებამა მოძრაობა აღადგინეს, მაგრამ მგზავრები ჯერ არ ჰყავთ
დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობა განაახლეს მარნეული-თბილისის ხაზზე მოძრავმა სამარშუტო ტაქსებმაც.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეული-სადგურის მოედნის ხაზზე მოძრავი სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ბიჭიკო ხარშილაძემ თქვა, რომ დილიდან პირველ საათამდე თბილისის მიმართულებით მხოლოდ ორი ავტობუსი გავიდა.

„კანტიკუნტად იყო მგზავრები, სულ ორი მანქანა გავიდა 4-5 ადამიანი წაიყვანეს. არ იცის მოსახლეობამ ჯერ-ჯერობით. ვინაიდან დღეს თოვლია და გზაც მოყინული იყო არც ჩვენ ვაძალებთ მძღოლებს წასვლას, მაგრამ ხვალიდან ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას“ - გვითხრა ბიჭიკო ხარშილაძემ

სამარშუტო ტაქსის მძღოლის განმარტებით მარნეული-სადგურის მოედნის ხაზზე მოძრავი მარშუტკებთ მგზავრობის ღირებულება კვლავ 2 ლარი და 50 თეთრი იქნება.

„როდესაც მანქანა გაჩერებულია და ხალხს ველოდებით ისედაც ყველას ვაფრთხილებთ, რომ პირბადის გარეშე მგზავრობა არ შეიძლება. თუ პირბადე არ აქვთ მანქანაში არ ვუშვებთ, მიდიან ყიდულობენ და მხოლოდ მერე ვაძლევთ მგზავრობის უფლებას“ - თქვა ბიჭიკო ხარშილაძემ

ხარშილაძის თქმით, საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო სამი თვის განმავლობაში უმუშევარი იყო და ფიქრობს, რომ შეზღუდვის მოხსნა კარგი გადაწყვეტილებაა. ბიჭიკოსთან ერთად სამი თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე დარჩა კიდევ 23 მძღოლიც, რომლებიც ერთ კომპანიაში მუშაობენ.

რადიო "მარნეული" 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები