ქარული ოცნება ხალხს თავისუფლებას ართმევს - ახმედ იმამკულიევი

დღეს, 26 თებერვლას, თბილისში ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქციებს მართავენ.

აქციაში ევროპული საქარათველოს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევიც იღებს მონაწილეობას. იმამკულიევმა თავის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვა გააკეთა და აქციაში მონაწილეობის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.

აცხადებს, რომ აქციებს არა პარტიული მიზნებისათვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისათვის შეუერთდა.

„დღეს რომელიმე პარტიისთვის არ ვართ აქ გამოსულები. დღეს ჩვენ საქართველოსთვის ვართ აქ. ბიძინას მოვუწოდებთ რომ საქართველოს ვერ წაგვართმევს. ათი ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული. ამდენი ადამიანი აქ რომელიმე პარტიისთვის არ გამოსულა. საქართველოს თავისუფლებისთვის გამოვიდნენ. მოთხოვნა ის გვაქვს რომ უდანაშაულო ადამიანები ციხიდან გაუშვან, ეს ხალხია გიორგი რურუა და ნიკა მელია. მოვთხოვთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ქართული ოცნება ხალხს თავისუფლებას ართმევს“.

იმამკულიევმა განაცხადა, რომ მიუხედავად აქციებისა მას არ დავიწყებია 1992 წელს ჩადენილი ხოჯალოს გენოციდი. მან აზერბაიჯანელ ხალხს და ხოჯალოში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ხოჯალო არ გვაქვს დავიწყებული, ხოჯალო არის ჩვენი გულის ტკივილი, სულ გვახსოვს. რუსეთის იმპერიის თამაშით სომხების მიერ ჩადენილი ტერორია. აზერბაიჯანს, ხოჯალოში დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებ.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს დააპატიმრეს, რადგან მან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 40 000 ლარის ოდენობის გირაო არ გადაიხადა. მელიას 2019 წლის 19-20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში შეჭრის წაქეზებაში ედება ბრალი.

 

Print