სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კირეჩ მუღანლოში გარე განათებას გაიყვანენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოს მოსახლეოვბამ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ სოფლის კრებაზე 2021 წელს გარე განათების მოწყობა გადაწყვიტეს.

კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებულმა ეჰტირამ ამირხანლიმ რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობის უმეტესობამ მხარი სწორედ გარე განათების გაყვანას დაუჭირა.

 


ამირხანლის თქმით, სოფლის ერთ ნაწილში განათება უკვე გაყვანილია, მაგრამ ზოგიერთი ქუჩა ჯერ კიდევ გარე განათების გარეშე რჩება.

სოფლის კრებაში მონაწილე კირეჩ მუღანლოელმა სოჰბეთ ომაროვმა რადიო "მარნეულს" განუცხადა, რომ მოსახლეობას გარე განათების არარსებობა ძალიან აწუხებს. მისი თქმით, სოფელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აღნიშნული პრობლემის მოგვარებით მოსახლეობას ღამის საათებში გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ კირეჩ მუღანლოსათვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები