ქვემო და ზემო სარალის მოსახლეობამ საძოვარი მიწების გამო საპროტესტო აქცია გამართა
სოფელ ქვემო და ზემო სარალში მცხოვრებლებმა 2 მარტს საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა გვიყვება, რო მათ სოფელში არსებულ საძოვრებს თავიანთი საქონლისთის ვერ იყენებენ. ამბობენ, რომ საძოვრებით ძირითადად სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანს, ვისაც დამიაგეურარხიდან მათ სოფელში საბალახოდ მოჰყავს საქეონელი, ზაურ დარგალის ნათესავია. მოსახლეობამ პრობლემით შულავრის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს მაჰირ მამედოვსაც მიმართა.

„ჩვენი საქონლისთვის საძოვრებს ვერ ვპოულობთ და სხვა სოფლიდან მოჰყავთ საოქნელი. ის ადამიანი მშვიდად არის რადგან ზაურ დარგალის ნათესავია, მისი დეიდაშვილია. სოფლის რმწუნებულს, მაჰირსაც ვუთხარის პრობლემის შესახებ. მანაც მაგ ადამიანს დაუჭირა მხარი და გვთხოვა, მიეცით ნება მოიყვანოსო. მაჰირის რა არის ეს კაცი? ზაურ დარგალის დავალებით ჩვენს საძოვარზე ცხვრები მოყვანეს. ზაურ დარგალი მაჟორიტარია და წავიდეს იჯდეს პარლამენტში.

„ ჩვენი სოფლის საძოვარზე სხვა სოფლიდან მოჰყავთ საქონელი და ამას ვაპროტესტებთ. იმედია , ჩვენს ნათქვამს გიგებენ და აღარ მოიყვანენ. იმიტომ, რომ ჩვენი საოქნელი მშირეი რჩება, საძოვრები არაა საკამრისი. ეს ყოველ წელს ხდება. სხვადასხვა ადამიანები მოდიან“


„მწყემსები მოვიდნენ და მიითვისეს ჩვენი საძოვრები. მათ თუ ეკუთვნით 10 ჰექტარი, მოდიან და 100 ჰექტარს ითვისებენ. ჩვენთვის არ გვყოფნის ეს საძოვრები. ეს საკითხი ზაურ დარგალს უკავშირდება. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ შესაძლებლობას მათ ზაურ დარგალი უქმნის. ყველა პრობლემაზე ამ ადამიანის სახელი ჟღერს“

საკითხის გასარკვევად სოფლის რწმუნებულს დავუკავშიდით. მაჰირ მამედოვმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ორივე მხარესთან ისაუბრეს და პრობლემის მოგვარებაც იგეგმება.

„შევთანხმდით, რომ 10 დღის განმავლობაში ეს სოფელი აღარ წაიყვანს საქონელს მათ საძოვრებზე. იქ მხოლოდ ზემო სარალის მაცხოვრებლები ისარგბელებენ მაგ საძოვრით. ყოველ წელს არა, მაგრამ 4 წლის წინ სხვა რეგიონიდან ისევ მოიყვანეს საქონელი მანდ და მაშინ მოსახლეობამ ხელი მოაწერა რომ ეს მათ სარგელობაშია და აღარ მოიყვანეს. ახლაც შევთანხმდით და საპროტესტო აქცია დასრულდა“

რწმუნებული ამბობს, რომ სოფელს დაახლოებით ოთხი წელია, რაც ეს პრობლემა აქვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები