ალგეთში "ცეცხლის ჩერშენბე" აღნიშნეს
დღეს, 2 მარტს, მარნეულის სოფელ ალგეთში "ცეცხლის ჩერშენბე" აღნიშნეს.
„ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.
ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც
ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია.
რადიო "მარნეულთან" საუბრისას ალგეთის სათემო ცენტრის ხელმძღვანელმა
აიშენ გიზბასლიმ განაცხადა, რომ "ჩერშენბე" ბუნების გამოღვიძებას
უკავშირდება და გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში "ცეცხლის ჩერშენბე" სამოქალაქო
აქტივისტის სამირა ბაირამოვას, ალგეთის სათემო ცენტრის ხელმძღვანელის
აიშენ გიზბასლის და გეორარხის ფონდის დირექტორის მაჰირ გულიევის
ორგანიზებით აღინიშნა.
ჩერშენბეს ტრადიცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთს 12 წლის
განმავლობაში მივიწყებული ჰქონდა, თუმცა 2018 წლის მარტში
ადგილობრივმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ რამდენინე აქტიურ
მოქალაქესთან ერთად, საკუთარი კულტურის შენარჩუებისთვის, ტრადიცია
აღადგინა და „ცეცხლის ჩერშენბე“ აღნიშნა.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ
აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი
ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო
სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.