რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქებისას მუშაობაში ხელი შეუშალეს
მარნეულში, იაღლუჯის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, რადიო "მარნეულის" ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს. ვლადიმერ ჩხიტუნიძე კომპანია „აკელიკის“ თანამშრომლების მიერ გამართულ აქციას აშუქებდა რა დროსაც მასთან ერთ-ერთი წარომადგენელი მივიდა და გადაღებაში ხელს უშლიდა.  ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და თქა, რომ ის "აკელიკის" დაცვის თანამშრომელია და ვიდეოს გადაღება "მის ტერიტორიაზე" არ შეიძლებოდა.  ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, „აკელიკის“ თანამშრომლები ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც კომპანიას მათთვის არ გადაუხდია.



აღსანიშნავია, რომ ეს ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამავე კომპანისს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით. 
(მასალა განახლდება)

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print