მარნეულში სატვირთომ გარე განათების ბოძი მოტეხა
დღეს, 4 მარტს, მარნეული-თბილისის გზაზე, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანა გარე განათების ბოძს გამოედო და წააქცია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთო მანქანა მოტრიალებას ცდილობდა, რა დროსაც დაბლა ჩამოწეულ გარე განათების ელექტო სადენს გამოედო და ბოძი მოტეხა.

„პოლიციაც მოსული იყო და მძღოლი დააჯარიმეს. არავინ არ დაშავებულა. უბრალოდ მძღოლს გარე განათების ბოძის დამონტაჟება საკუთარი სახსრებით მოუწევს“ - გვითხრა შემთხვევის თვითმხილველმა

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები