ახმედ იმამკულიევს ზაურ ტაბატაძესთან შეხვედრის უფლება არ მისცეს

კომპანია "აკელიკ გრუპის" თანამშრომლებმა დღეს, 4 მარტს, მარნეულის მერიის წინ აქცია გამართეს.

აქციას "ევროპული საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევიც შეუერთდა. იმამკულიევი კომპანიის თანამშრომლების პრობლემებზე სასაუბროდ მარნეულის მერიაში შევიდა და თავდაპირველად მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაურ დარგალთან მოითხოვა შეხვედრა, მაგრამ როგორც მას უთხრეს, დარგალი მერიის შენობაში არ იმყოფებოდა. ამის შემდგომ იმამკულიევმა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან მოითხოვა შეხვედრა.

ტაბატაძის კაბინეტში მერიის წარმომადგენელმა ახმედ იმამკულიევი არ შეუშვა და მას განუცხადა, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი უკვე მარტავდა კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას.

"კომპანია აკელიკს სახელმწიფო 150 მილიონ ლარს უხდის. სახელმიწფომ ეს უნდა გააკონტროლოს. რატომ უნდა იმუშაონ ამ ადამიანებმა?! აქედან ზაურ დარგალის ვეუბნები თუ ისინი საარჩევნოდ, ოქტომბერში, ხალხ დახმარებას პირდებოდნენ, ახლა ის პარლამენტშია და ამ თანამშრომლების გვერდით უნდა იდგეს. თუ ამას არ აკეთებს, ესეიგი ის ბიძინას მონაა. არ იფიქროს, რომ ახლა ისეთი დროა რომ ხალხი უფასოდ ამუშაოს. თანამშრომლები დამატებით ფულს არ ითხოვენ, მათ მხოლოდ საკუთარი გასამჯელოს მიღება სურთ." - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

ახმედ იმამყულიევმა მერის მოადგილე ქენან ომაროვს მოითხოვა, რომ საფუძვლიანი პასუხი გასცეს მიიეღებენ თუ არა ხელფასს თანამშრომლები. მან თვა, რომ თუ დაპირებულ ერთ კვირაში ისინი ხელფასს ვერ მიიღებენ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ "აკელიკის" წარმომადგენელი კომპანიის თანამშრომლებს დაპირდა, რომ 4 თვის კუთვნილ ანაზღაურებას მომდევნო ერთი კვირის მანძილზე მიიღებენ.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები