სოფელ ქუთლიარში მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის მეჩეთში სარესტავრაციო სამუშაოები მიმიდინარეობს.

ერთ საუკუნეზე მეტი ხნის მეჩეთს ადგილობრივი მოსახლეობისა და ქველმოქმედი ადამიანების მიერ რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის ეთიბარ ემინოვის, მეჩეთის იმამის თეიმურ გახრამენოვისა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით, მეჩეთში ერთი დამხამარე ოთახი შენდება. ამას გარდა, მოპირკეთდება მეჩეთის ეზოც.

აღსანიშნავია რომ მეჩეთი XIX საუკუნეში შაჰზადაევუ ოსმანის მიერაა აშენებული. საბჭოთა კავშირის დროს მეჩეთის მოქმედება შეჩერდა და მას საწყობად იყენებდნენ. საქართველოს დამოკიდებლობის მოპოვებსი შემდეგ კი მეჩეთის ფუნქციონირება აღადგინეს.

რადიო „მარნეული“

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print