„აკელიკ გრუპი“ აცხადებს, რომ 4 თვის დაგვიანებულ ხელფასს ერთ კვირაში ჩარიცხავს

დღეს, 4 მარტს, კომპანია „აკელიკ გრუპის“ თანამშრომლებმა მარნეულის მერიის წინ აქცია გამართეს.

კომპანიის თანამშრომლების განმაეტებით, უკვე 4 თვეა რაც კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. აცხადებენ, რომ ყოველ კვირას ხელფასების 3-4 დღეში ჩარიცხვას ჰპირდებიან, მაგრამ კუთვნილი თანხა ჯერ კიდევ არ აუღიათ.

“ნოემბრის, დეკემბრის ხელფასი არ მოგვცეს. ესენი ხალხს ატყუებენ ამუშავებენ და ხელფასს არ აძლევენ. მე კამაზის მძღოლი ვიყავი, ჩემი საკუთარი მანქანით ვმუშაობდი. საბურავი უნდა ვიყიდო და ფულს არ მძლევენ. 4 თვის განმავლობაში „3-5 დღე ლოდინით“ დავიღალეთ”
- ამბობს აქციის მოანწილე რამინ მურადოვი

“ჩვენ ვითხოვთ რაც კვეკუთვნის. რაც ვიმუშავე მაგას ვითხოვ, მეტს არაფერს. 3 დღის წინ გვითხრეს ფული ჩაგერიცხათო ახლა გვეუბნებიან ცოტაც მოითმინეთო. შესაძლებლობა მოგვეცითო და რომელი შესაძლებლობა?! თუ მე მაქვს შესაძლებლობა რატომღა ვმუშაობ?!”- აცხადებს ილჰამ ბადალოვი

საპროტესტო აქციაზე კომპანიის წარმომადგენელიც მოვიდა რომელმაც თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელფასებს ერთ კვირაში ჩაურიცხავენ.

“ჩვენ ვმუშაობთ და ახლო დღეებშ ჩაერიცხებათ. ჩვენი მიზანი არაა, რომ ვინმეს კუთვნილი ანაზღაურება წავართვათ. მომდევნო ერთ კვირაში იქნება ფული. რა თქმა უნდა, ყველასი გვესმის, ყველას ოჯახში პრობლემაა“ - განაცხადა „აკელიკის“ კოორდინატორმა ელვინ ჯალილოვმა

აქციაზე მოსული „აკეილიკის“ წარმომადგენელი მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძეს შეხვდა. ტაბადაძემ ჟურნალისტებს ინტერვიუ არ მისცა, მაგრამ კომპანიის თანამშრომლებს მერის მოადგილე ქენან ომაროვი ესაუბრა. მან თქვა, რომ „აკეილიკი“ კერძო კომპანიაა და მერიას ამ კომპანიასთან რამე ვალდებულება არ აკისრია.

“აკელიკი“ არის კერძო კომპანია. სახელმიწფოს მხრიდან ახლა ანგარიშზე ფული ჩარიცხულია. ახლა მოლაპარაკებების მერე ის შმეიძლია გითხრათ, რომ ნოემბრის ერთი ნაწილი ჩაირცხულია. როგორც ვიცით, გუშინ ჩერიცხათ 50%. გვესმის, რომ თვქენი უფლებაა და ითხოვთ. კომპანია თავის თავზე იღებს, რომ ყველა გასამრჯელო ბოლომდე იქნება გადახდილი. ერთ კვირიანი დრო მოითხოვეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩავერიოთ“. - განაცხადა ქენან ომაროვმა

აღსანიშნავია, რომ „აკელიკის“ თანამშრომლებმა ხელფასის მოთხოვნით აქცია, 3 მარტს, იაღლუჯის ქუჩაზეც გამართეს, სადაც კომპანიის ოფისი მდებარეობს. ეს პირველი აქცია არაა, სადაც თანამშრომლები კომპანიისაგან ანაზღაურების გადახდას ითხოვენ.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები