მარნეულში 17-მდე ხის გადაბელვას/მოჭრას აპირებენ
2021 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 80-მდე ხე მოჭრეს/გადაბელეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ ხეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭრიან, თუ ისინი გამხმარია.

„ზოგიერთი გამხმარია, ზოგი კი ზევით და ზევით მიდის და ელექტროენერგიას პრობლემას უქმნის. ანუ, რომელი ხეც ჯანმრთელია მის გადაბელვას ვანხორციელებთ, ხოლო იმ ხეების გადაბელვას, რომელბიც გამხმარია აზრი აღარ აქვს და მათ ვჭრით“. - გვითხრა ლერი მუმლაძემ

„სუფთა მარნეულის“ დირექტორის განმარტებით, ამ ეტაპზე დამატებით 17-მდე ხის გადაბელვას აპირებენ. მუმლაძის თქმით, აღნიშნული ხეების გადაბელვა აღმამედლო-წითელი ხიდის მიმართულებით იგეგმება, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროსადაენი გადის. მუნიციპალური დასუფთავების სამსახურმა აღნიშნულ მონაკვეთზე სამი დღით ელექტოენერგიის გათიშვაც მოითხოვა, რათა სამუშაოების შესრულებისას მათი თანამშრომლები არ დაშავდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხეების მოჭრის/გადაბელვის სამუშაოები 15-დან 20 მარტამდე პერიოდში დასრულდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები