,,Akelik Group”- ის ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს
მარნეულში, წყალარინების სისტემაზე მომუშავეები „აკელიკ გრუპის“ ოფისში მოსალაპარაკებლად მივიდნენ. აკელიკში დასაქმებულები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით თვეებია, რაც აქციებს მართავენ.

ბოლოს მსგავსი მთხოვნით აქცია, მერიასთან,   26 მარტს გამართეს. მაშინ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, დასაქმებულებს დაჰპირდა, რომ   ორშაბათს, 29 მარტს, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავდა, სადაც დეტალურად განიხილავენ თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდის საკითხსა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტს.

ზაურ დარგალი ადგილზე უკვე მივიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის თანამშრეომლებმა ხელფასების აღების მოთხოვნით მარნეულის მერიასა და „აკელიკის“ ოფისთან აქციები რამდენჯერმე გამართეს. სამ მარტს რადიო „მარნეულს“ ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახური უფროსმა ტოგო უჩაიძემ უთხრა, რომ თანამშრომლებს ხელფასებს კვირის ბოლომდე გადაუხდიდნენ, მაგრამ ხელფასები ამ ეტაპამდე არ ჩაურიცხავთ.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები