404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რეორგანიზაციაში მოყოლილი თანამშრომლები მარნეულის საკრებულოს სასამართლოში უჩივიან
მარნეულის საკრებულოს რეორგანიზაციაში მოყოლილმა თანამშრომლებმა საკრებულოს უჩივლეს. სასამართლო პროცესი მარნეულის მაგისტრის სასამართლოში, 8 აპრილს არის ჩანიშნული. ერთ-ერთი მომჩივანია საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების ყოფილი თანამშრომელი მარიანა გვრიტიშვილი.  მარიანა მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება უსამართლო გადაწყვეტილება იყო და საკრებულოში იურიდიული განყოფილების აღდგენას ითხოვს.

„ ეს არ იყო კანონიერი, კლასიკური რეორგინაზიცია და ეს იყო მათთვის სუბიექტურად მიუღებელი თანამშრომლების სამსახურიდან  გათავისუფლება. თუმცა მათი თქმით, საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად გამოყენებისთვის იყო მიმართული ზემოთაღნიშნული რეორგანიზაცია, თუმცა აღნიშნული ფაქტი მეტყველებს საწინააღმდეგოდ, როდესაც აიყვანეს კერძო ადვოკატი,(საკრებულოს ინტერესებს კერძო ადვოკატი დაიცავს) მაშინ, როდესაც მათ განაცხადეს, რომ საკრებულოს დაუტოვეს ორი კვალიფიციური იურისტი. ვინაიდან სასამართლო პროცესია ჩანიშნული და მიმდინარეობს საქმის წარმოება, სხვა დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებ“- თქვა, მარიანა გვრიტიშვილმა და აღნიშნა, ისინი ასევე, უჩივიან საკრებულოს კიდევ რამდენიმე თანამშრომელს დისკრიმინაციული მოპყრობის ბრალდებით.

ეთანხმება თუ არა ყოფილი თანაშრომლების ბრალდებებს და რა პოზიცია აქვს თემასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძე განმარტავს, რომ სიმართლეს სასამართლო დაადგენს.

„მე არ ვიცი რა პასუხი აქვთ, სასამართლო პროცესი ჩანიშნულია და იქ გაირკვევა სიმართლე. სასამართლო იმიტომ ტარდება, რომ სიმართლე გაირკვეს. სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“- ამბობს ამირან გიორგაძე.

საკრებულოში დაწყებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენთვის 2020 წლის 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე განყოფილება გაუქმდა და სულ 8 თანამშრომელი შეამცირეს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია