ამ დროისთვის, მარნეულის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დაახლოებით ორი თვეა, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი, ირმა დავაძე რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, მარნეულის 74-ივე საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლებას საკლასო ოთახში, ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს.

„მეორე სემესტრის დასწაყისში იყო შემთხვევები. მაშინ ექვს მასწავლებელს დაუფიქსირდა კორონავირუსი და სამ მოსწავლეს სხვადასხვა სკოლაში. ისინი უკვე გამოჯანმრთელებულები არიან. მათ გამო 10 კლასი იყო გადასული დისტანციურ სწავლებაზე. ისინი გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდნენ სკოლას. ამ ეტაპზე, Covid-19-ის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება“ - ამბობს ირმა დავაძე

სკოლებში კორონავირუსის ტესტირება ყოველ ორ კვირაში ტარდება.

Print