404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში მსოფლიო სპორტის და ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

დღეს, 6 აპრილს, მარნეულში მსოფლიო სპორტის და ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

„ატა ჰოლდინგის“ სპორტულ კომპლექსში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მარნეულში მოქმედი სპორტული კლუბების მოზარდები და მათი მწვრთნელები იღებდნენ. სპორტული ღონისძიება მარნეულში, ახლად შექმნილი, „საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენების კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ტოფიგ აკპეროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათი მიზანი მარნეულში სპორტული სფეროს განვითარება და ახალგაზრდების მავნე ჩვევებისაგან დაცვაა.

„როგორც იცით, რეგიონში სპორტის ბევრ სახეობაში დღესაც გვაქვს პრობლემები. ვცდილობთ, რომ რეგიონალურ დონეზე ეს პრობლემები მოვაგვაროთ. გვინდა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდეს ჩვენი სპორტსემენები. იცით, რომ სათანადო პირობები არ გვაქვს. ჩვენი ძირითადი მიზანი სპორტის ყოველდღიური ცხოვრების წესად გახდომაა“ - ამბობს ტოფიგ აკპეროვი

ტოფიგ აკპეროვი იმედოვნებს, რომ ასეთი ღონისძიებები სისტემატიურად ჩატარდება და მსოფლიო არენებში მარნეულის სახელით გამოსული სპორტსმენები გაიზრდებიან. ღონისძიებაში მონაწილე კარატეს და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ფაიგ მამედოვი აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში მარნეულში ახალი შეჯიბრი გაიმართება.

„ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ბავშვები მავნე ჩვევებისგან, ალკოჰოლური სასმელებისგან, სიგარეტისგან შორს დავიჭიროთ. მომავალში „ატა ჰოლდინგში“ დიდი შეჯიბრების ჩატარებას ვგეგმავთ. ერთად უნდა ვიმუშავოთ და ბავშვები მოვაშოროთ ცუდი რაღაცეებისგან“. - განაცხადა ფაიგ მამედოვმა

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას კარატეს, ბოქსის, კიკბოქსის და ტაეკვანდოს სპორტული სახეობების სპორტსმენები იღებდნენ.

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია