მარნეულის მერიამ 9 აპრილისთვის ყვავილების სამი გვირგვინი შეიძინა
მარნეულის უნიციპალიტეტის მერიამ 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, ყვავლების სამი გვირგვინი შეიძინა. ადგილობრივი თვითმმართველობა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას გაიხსენებს და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის საპატივსაცემოდ სოფელ ალგეთში, თამარისსა და წერეთელში მდებარე მემორიალებს გვირგვინით შეამკობს. მერიამ სამ ერთეული ყვავილების გვირგვინი პირდაპირი წესით, ფიზიკური პირისგან, ხათუნა ფალავანდიშვილისგან 750 ლარად შეიძინა.

„როგორც მოგეხსენებათ 1989 წლის 9 აპრილიდან 32 წელი გავიდა. ტრაგიკულობის მიუხედავად ეს დღე ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ჩვენს მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართებოდა სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება. მიზანშეწონილად მიმაჩნია, პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი 9 აპრილის ღონისძიება აღინიშნოს მოკრძალებულად. სოფელ წერეთელში, თამარისში და ალგეთში მდებარე მემორიალები შეიმკოს გვირგვინებით, რათა ერთხელ კიდევ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. ღონისძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით საჭიროა შესყიდულ იქნას 3 ერთეული ყვავილების გვირგვინი“ - წერია გამარტივენული შესყიდვის მოხსენებით ბარათში.

ყვავილები გვირგვინის მიწოდება მერიისათვის 9 აპრილის 12 საათამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები