404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
2020 წელს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით 56 370 ლარი გაიცა - TI
საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულთა ცხრა ადმინისტრაციას შორის, 2020 წელს, ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში ყველაზე მეტი დანამატი, ჯიდლო და პრემია გაიცა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ცხრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, საედანაც 56 370 ლარი მხოლოდ ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის.

2020 წელს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხელფასის სახით 515 458 ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ ამავე ადმინისტრაციაში 30 ადამიანია დასაქმებული.

შრომის ანაზღაურებასთან ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სახელმწიფო ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული ხარჯები.

2020 წელს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ 9 ავტომობილის შეკეთება/დიაგნოსტიკაში 21 278 ლარი დახარჯა. ამავე წელს ადმინისტრაციამ 37 983 ლარის ღირებულების 20 889 ლიტრი საწვავი შეიძინა.

სატელეფონო კომუნიკაციებში ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ 10 680 ლარი, ხოლო მივლინებებში 240 ლარი დახარჯა. ამავე წელს წარმომადგენლობით მომსახურებაზე, რომელშიც შედის რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 1 200 ლარი დაიხარჯა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია