მარნეულში ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითის მდგომარეობა დამძიმდა

7 აპრილს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, 70 წლამდე მამაკაცი ქვეითად გადაადილდებოდა, რა დროსაც მაქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფში გადაიყვანა.

დღეს, 8 აპრილს, მარნეულის „ავერსის“ კლინიკის მენეჯერმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

„კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, ყველა ორგანო დაუთვალიერდა. თავის ტრავმა აქვს და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას. ამ ეტაპზე ოპერაციას არ საჭიროებს, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა“. - გვითხრეს „ავერსის“ კლინიკაში

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლკს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

Print