მარნეულელმა სპორტსმენებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, 9 აპრილს, მარნეულში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენებიდან 32 წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მარნეულელი სპორტსმენებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით მარნეულში 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს რის შემდეგაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „საქართველოს აზერბაიჯანელი სპორტსმენების კავშირის“ უფროსმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ 9 აპრილის გმირებმა თავი საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები