404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 70-მდე პირია აცრილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ ეტაპზე,  70-მდე პირია აცრილი. იმუნიზაციის პროცესი თავდაპირველად მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ განყოფილებაში 15 მარტს დაიწო, სადაც 17 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აიცრა. ვაქციენები მოგვიანებით მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში გადავიდა. როგორც ამავე სამედიციონო დაწესესებულების დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა განაცხადა, მათთან დაახლოებით 50 ადამიანია უკვე აცრილი. ვაქცინის გაკეთების მსურველების უმრავლესობა ძირითადად 65 წლის ადამიანები არიან.

"ახლა უკვე რაღაც განსაზღვრული დღეები იქნება ვაქცინაციის, ეს იქნება სამშაბათი და შაბათი. ასე, რომ ხვალ ველოდებით ახალ ნაკადს ვაქცინის გასაკეთებლად. ყოველდღიურად არ არის აცრები იმიტომ, რომ უმჯობესია ხალხი შეგროვდეს და ეს დოზები არ დაიკარგოს. რეგისტრაციის მოდულია სპეციალური, ელექტრონული ვებგვერდია და ჩაწერა ხდება ონლაინ, ჩვენ ვხედავთ დაჯავშნილ ადგილებს და ვუკავშირდებით სატელეფონო კომუნიკაციით და ვაჯგუფებთ ისე, რომ არ გვქონდეს დანაკარგი ვაქცინის. ახლა ვინაიდან ორ დღეზე გადავიდა, ალბათ ამის საჭიროებაც აღარ იქნება და პრინციპში უფრო იოლი იქნება“


იმის დადგენა, მათგან რამდენია მარნეულელი, ფაქტობრივად შეუძლებელია. სპეციალურ პორტალზე, სადაც მოქალაქეები რეგისტრირდებიან, ნებისმიერი კლინიკის და ქალაქის არჩევაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, 55 წელზე მეტი ხნის ადამიანებსაც შეუძლიათ. მარნეულში აცრილთა უმეტესობა ასაკოვნები არიან. მარნეულში მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია