404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში ჩამოსული სახელმწიფო რწმუნებული დაზარალებულ მუშებს არ შეხვდა
15 აპრილს მარნეულის მერიის წინ წყალარინების სისტემის გაყვანის სამუშაოებზე დასაქმებულებმა, ხელფასების აღების მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს ელოდნენ, რათა მისთვის კომპანიის თანამშრომლების პრობლემები გაეცნოთ და გარკვეული სახის დახმარება მიეღოთ. იმ დროს, როდესაც წყლის გაყვანის სამუშაოებზე დასაქმებულები სახელმწიფო რწმუნებულს ელოდნენ ის და მარნეულის მერიის მაღალჩინოსნები სოფელ ზემო და ქვემო ყულარში წყლის რეაბილიტაციის პროექტს ათვალიერებდნენ.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წყლის ინფრასტრუტურული პროექტი მოინახულეს“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

იმ დროს როდესაც სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები და მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებს ათვალიერებდნენ, მერიის წინ მათ დაზარალებული მშრომელები უშედეგოდ ელოდნენ.

აქციის მონაწილეები რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებდნენ, რომ მარნეულში სახელმწიფო რწმუნებულის ვიზიტის შესახებ მათ ინფორმაცია მერიის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს და დაჰპირდნენ, რომ შოთა რეხვიაშვილი მათ შეხვდებოდა.

აკელიკის თანამშრომლებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რწმუნებული მათთან შესახვედრად არ მივიდოდა რადიო „მარნეულმა“ მიაწოდა. ჩვენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აქციის მიმდინარეობისას, გვითხრეს, რომ სახელმწიფო რწმუნებულს სხვა დღის წესრიგი ჰქონდა და ის აკელიკ გრუპის დაზარალებულ თანამშრომლებს ვერ შეხვდებოდა.

კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს უკვე რამდენიმე თვეა პერმამენტულად ატარებენ. მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღებაა. ისინი აცხადებენ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღემდე, 15 აპრილამდე, მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია