404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში თვალის ოპერაციების გაკეთება დაიწყო
16 აპრილიდან,   „ჯეო ჰოსპიტალსისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, მარნეულში, პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა  ჩაიტარონ ნებისმიერი სირთულის ოფთალმოლოგიური ოპერაციები. ოპერაციის ჩატარება მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“  სამშობიარო და ამბულატორიულ განყოფილებაშია შესაძლებელი.



„ჩატარდება თითქმის ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ოპერაციები როგორიც არის კატარაქტის ქირურგია, სხვადასხვა ტიპის კვლევები ულტრათანამედროვე ტექნიკის დახმარებით, ასევე იმ ინტელექტუალური რესურსის დახმარებით, რომელიც გააჩნია ნიუ ჰოსპიტალსს. დღეს გვაქვს ჩვენ კატარაქტის ქირურგია. ჩვენ არ ვიყენებთ რაიმე ინექციებს, მხოლოდ და მხოლოდ წვეთების საფუძველზე ვახდენთ ანესთეზიას და პაციენტს ოპერაციიდან 5 წუთში ვუშვებთ სახლში. მხედველობითი რეაბილიტაციის პერიოდი არის დაახლოებით ერთი დღე“ - ამბობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოქირურგი გრიგოლ ქამუშაძე.

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ოფთალმო-ქირურგიული სერვისი სახელმწიფო დაფინანსებით, თითქმის უფასოდ ტარდება.


„ჯეო ჰოსპიტალში“ იყო ოფთალმოლოგიური პაციენტების დიდი მომართვიანობა, რის გამოც, ბოლო ერთი წელია არის სრული სერვისი მომართვიანობის. დაიგეგმა და კეთდება ურთულესი ოპერაციები თვალის, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ თითქმის 100%-ით“-
თქვა ოფთალმოლოგმა ნათია კუტალაძემ

ოფთალმოლოგიური ოპერაცია დღეს ათობით ადამიანმა გაიკეთა, რომელიც მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში,  შესაძლებელია როგორც კატარაქტის, ასევე  გლაუკომის და  რქოვანას  ქირურგია.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია