404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„აკელიკ გრუპი“ სახელფასო დავალიანების დაფარვას ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაჰპირდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მინისტრის პირველმა მოადგილე ილია ბეგიაშვილმა მარნეულში წყალმომარაგების პროექტის მშენებელი სააქციო საზოგადოება „აკელიკ გრუპისაგან“ მიიღო პირობა, რომ თანამშრომლების სახელფასო დავალიანებებს უახლოეს დღეებში დაგარავენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია მარნეულში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტის მშენებელ და საზედამხედველო კომპანიების ხელმძღვანელებს 19 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ საკითხს სააქციო საზოგადოება „აკელიკ გრუპის“ მიერ თანამშრომლებისათვის დაგვიანებული ხელფასების ჩარიცხვა წარმოადგენდა, რომელის აღებასაც მშრომელები ოთხ თვეზე მეტია იღებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელიც პროექტის დამკვეთია, სრულფასოვნად აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა სახის საფინანსო ვალდებულება, ილია ბეგიაშვილმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კატეგორიულად მოთხოვა დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ კონკრეტული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.

„აკელიკ გრუპის“ მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში დაფარავენ სახელფასო დავალიანებებს, კვირის ბოლომდე კი წარმოადგენენ 12-თვიან გეგმა-გრაფიკს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პროექტის ბოლომდე მიყვანის ვადები და პირობები“.
- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

„აკელიკ გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიას სამუშაოები 2021 წლის მარტის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო, მაგრამ პროცესი ამ დრომდე ხარვეზით მიმდინარეობს.

კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს უკვე რამდენიმე თვეა პერმამენტულად ატარებენ. მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღებაა. ისინი აცხადებენ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 აპრილამდე მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია