მარნეულში დაკავებული აქტივისტების ადგილსამყოფელი უცნობია
დღეს, 29 აპრილს, მარნეულის მერიასთან დაკავებული აქტივისტების ადგილსამყოფელი უცნობია. მარნეულის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ექვსი აქტივისტი დააკავეს. თავდაპირველად სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ დაკავებულები მარნრულის მაგისტრ სასამართლოში იყვნენ გადაყვამილი.

მარნეულის მაგისტრ სასამართლოში მისულ მხარდამჭერებს განუცხადეს, რომ აქტივისტები მათთან არ იყვნენ და ისინი რეალურად ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ჰყავდათ გადაყვანილი. ხოლო ბოლნისის რაიონულ სასამართლოში განაცხადეს, რომ აქტივისტები ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში არიან, მაგრამ მარნეულში დაკავებულები არც მათთან არიან.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებული გიორგი მუმლაძე მარნეულის პოლიციის განყოფილებაშია, ხოლო სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, სიმონ მუმლაძე, მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოდან მისი აქტივობის გამო გაანთავისუფლეს.

სწორედ ამ მიზეზით გაიმართა მარნეულის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია და რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის. 
Print