ზაურ ტაბატაძე, მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს. ამბობს, რომ გიორგი მუმლაძის ძმა მისი აქტივობის გამო არ განთავისუფლებულა.


„რა შეფასება უნდა მივცეთ, დადებთ შეფასებას ნამდვილად ვერ მივცემთ. ეს არის დესტრუქციული ქმედება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. იმიტომ, რომ სიმონ მუმლაძე განთავისუფლდა იმის გამო, რომ შპს ორგანული ნარჩენების საწარმოში მის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე პანდემიიდან გამომდინარე შემცირდა მოთხოვნა ბაზარზე. შესაბამისად, ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იყო საჭირო უფრო მეტი სპეციალისტი და მუშახელი რომ ყოფილიყო დასაქმებული, ამიტომ განთავისუფლდა. თვითონ ქმედება ძალიან უარყოფითია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ წარადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ - ამბობს ზაურ ტაბატაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, სიმონ მუმლაძე, მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოდან სწორეს მისი აქტივობის გამო გაანთავისუფლეს.


ამ მიზეზით გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან საპროტესტო აქცია და რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის. რა დროსაც ექვსი აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

თავდაპირველად სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ დაკავებულები მარნრულის მაგისტრ სასამართლოში იყვნენ გადაყვამილი.

მარნეულის მაგისტრ სასამართლოში მისულ მხარდამჭერებს განუცხადეს, რომ აქტივისტები მათთან არ იყვნენ და ისინი რეალურად ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ჰყავდათ გადაყვანილი. ხოლო ბოლნისის რაიონულ სასამართლოში განაცხადეს, რომ აქტივისტები ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში არიან, მაგრამ მარნეულში დაკავებულები არც მათთან არიან.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებული გიორგი მუმლაძე მარნეულის პოლიციის განყოფილებაშია, ხოლო სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

Print