404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
მარნეული
სამი სასაფლაოს და ერთი კულტურის სახლის შემოღობვა მერიას, სავარაუდოდ, 85 000 ლარი დაუჯდება
მარნეულის მუნციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ბაითალოს და გაჯისაქენდის სასაფლაოები შემოიღობება. დაგეგმილია სადახლოს კულტურის სახლის ღობის რეაბილიტაციაც.

ყველა მათგანის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 880 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმეტაციიდან ირკვევა, რომ სოფელ ჯანდარის სასაფლაოს გარშემო არსებული ღობის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 120გრძ/მ-ს, ბაითალოს 400, ხოლო გაჯისაქენდის სასაფლაოს გარშემო ტერიტორია 120 გრძ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება სადახლოს კულტურის სახლის ღობის რეაბილიტაციას, მისი მოცულობა 120გრძ/მ. იქნება.

ღობეების მოწყობაში მარნეულის მერია, სავარაუდოდ 85 000 ლარს დახარჯავს.

სოფელ ჯანდარის სასაფლაოს ღობის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულება :
45 000 ლარი.
სოფელ ბაითალოს სასაფლაოს ღობის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულება :
10 000 ლარი.
სოფელ გაჯისაქენდის ღობის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულება :
25 000 ლარი.
სადახლოს კულტურის სახლის ღობის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულება :
5 000 ლარი.








FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია