დარეგისტრირდი ტრენინგზე - "ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში"
"საჯარო სერვისების განვითარების ცენტრი" აცხადებს მონაწილეების მიღებას პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირების გაუმჯობესებისა და უნარების განვითარების გზით, საარჩევნო პროცესებით დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდას. პროექტი მიმართულია საქართველოში ინკლუზიური პოლიტიკური გარემოსა და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 17-29 წლის აქტიურ, ახალგაზრდების
,
რომლებიც დაინტერესებულები არიან მოხალისეობრივი საქმიანობით, ჰიბრიდული ომის, დეზინფორმაციის, საჯარო პოლიტიკის, დემოკრატიისა და არჩევნების საკითხებით.

რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ-კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები აიმაღლებენ ცნობიერებას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, გაიუმჯობესებენ პრობლემების ძიებისა და გადაწყვეტის, ისევე როგორც კონსტრუქციული კრიტიკის უნარებს. ამასთანავე ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებსა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში.

პროექტი მოიცავს სამ ეტაპს:

ეტაპი 1: ახალგაზრდებთან შეხვედრები და ტრენინგების ჩატარება
ეტაპი 2: ვორქშოპები პრაქტიკული უნარების გამომუშავებისათვის
ეტაპი 3: პრობლემის ადვოკატირება და საარჩევნო პროცესში ჩართვა


პროექტის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის რეგიონი.
პროექტის განხორციელების პერიოდი - 5 თვე/ 2021 წლის მაისი - ოქტომბერი

როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.
პროექტის ბენეფიციარები: 17-დან 29 წლის ჩათვლით ადგილობრივი ახალგაზრდები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (1 გვერდამდე), ელფოსტის მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 555 579041, 551 108598.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 მაისი.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება ონლაინ რეჟიმში, 15-16 მაისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები