მარნეულში, „სინოფარმის“ ვაქცინაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია
მარნეულში, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.
საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა და 100 800 ცალი შპრიცი 30 აპრილს მიიღო. რეგისტრაცია booking.moh.gov.ge საიტზე 18 + მოქალაქეებს შეეძლოთ. რამდენი მარნეულელი დარეგისტრირდა კოვიდვაქცინაზე, ამის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმუნიზაციაში ჩართვა სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებსაც შეუძლიათ. 4 მაისის, 10:31 საათის მონაცემებით, ვაქცინაზე რეგისტრაციის მხოლოდ ორი ველია დარჩენილი. მარნეულში სინოფარმით ვაქცინაცია 5 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი.
მარნეულში, ასტრაზენეკას ვაქცინა პრაქტიკულად აუთვისებელია
Print