404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულის მერიამ ოთხი პრინტერი და ერთი დრონი 1 150 ლარად შეაკეთა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაფუჭებული ოთხი პრინტერი და ერთი დრონი შეაკეთა. მარნეულის მერიამ გაფუჭებული ტექნიკის შეკეთებისათვის გამარტივებული შესყიდვა ინდმეწარმე ედუარდ ტუნიანთან გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, ოთხი პრინტერის შეკეთების ხარჯებმა 470 ლარი შეადგინა, ხოლო დრონის შეკეთება, რომელსაც შეუცვალეს ფრთები და კორპუსი და შეუკეთეს პლატა, 680 ლარი დაჯდა. მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრინტერებისა და დრონების შეკეთებისათვის 1 150 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 26 აპრილს გააფორმა.

26 აპრილს მარნეულის მერიამ კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და 4 980 ლარის ღირებულების საოფისე მაგიდები, ტუმბოები და ტიხარი შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „თორიმ“ ადგილობრივ თვითმმართველობას 6 ცალი ლამინირებული მაგიდა 1110 ლარად, ერთი ლამინირებული მაგიდა დასქელებით 250 ლარად, ერთი ლამინირებული ტუმბო 120 ლარად, ხოლო კედლის გამყოფი შუშა 3 500 ლარად უნდა გადასცეს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია