მერიამ ომში დაღუპულთა 10-მდე ოჯახს 1 343 ლარის სააღდგომო ნობათი გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქათველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს სააღდგომოდ ნობათი გადასცა.
ადილობრივ თვითმმართველობას ათამდე ოჯახის სასაჩუქრე კალათის
მომზადება 1 343.80 ლარი დაუჯდა. პროდუქტები გამარტივებული წესით,
შ.პ.ს. ,,კრალ–XXI“-სგან შეისყიდეს.
სააღდგომო ნობათში შედიოდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო,
შაქარი, კვერცხი, პასკა, ღვინო, შოკოლადი, ჩაი და ნატურალური წვენი.
აღნიშნული ნობათები ოჯახებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.