მერიამ ომში დაღუპულთა 10-მდე ოჯახს 1 343 ლარის სააღდგომო ნობათი გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქათველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს სააღდგომოდ ნობათი გადასცა. ადილობრივ თვითმმართველობას ათამდე ოჯახის სასაჩუქრე კალათის მომზადება 1 343.80 ლარი დაუჯდა. პროდუქტები გამარტივებული წესით, შ.პ.ს. ,,კრალ–XXI“-სგან შეისყიდეს.

სააღდგომო ნობათში შედიოდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, შაქარი, კვერცხი, პასკა, ღვინო, შოკოლადი, ჩაი და ნატურალური წვენი. აღნიშნული ნობათები ოჯახებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.


Print