რუსლან ჰაჯიევი კორონავირუსის ვაქცინის გაგეთებას გეგმავს
მარნეულისნყოფილი მაჟორიტარი რუსლან ჰაჯიევი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას გეგმავს.

ყოფილმა პარლამენტარმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ არ იცის თუ რომელი წარმოების ვაქცინას გაიკეთებს, მაგრამ ამბობს რომ იმ ვაქცინას გაიკეთებს, რომელიც საქართვრლოში ყველაზე მოთხოვნადია.

ყოფილი დეპუტატის განცხადებით, ვაქცინაციის შიში საჭირო არაა, რადგან ყველა ვაქცინა სათანადო შემოწმებას გადის.

აღსანიშნავია, რომ სქართველოში ფაიზერის, ასტრაზენეკას და სინოფარმის ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი. მარნეულში ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმის გაკეთებისთვის ადგილები შევსებულია. საქართველომ 30 აპრილს 100 000 დოზა სინოფარმი და 100 800 შპრიცი შეიძინა. 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად დარეგისტრირება სპეციალურ საიტზე booking.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ.

"Marneuli" Radiosu
Print