სიახლე
„თუ ქენან ომაროვი იქნება მერის კანდიდატი, მივესალმები“ - რუსლან ჰაჯიევი

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის კანდიდატად ქენან ომაროვს წარადგენენ.

ის ამჟამად მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეა. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარნეულიდან რუსლან ჰაჯიევი ქენან ომაროვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურაბა. ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ომაროვს მერის კანდიდატურას მიესალმება.

„მე ამას მხოლოდ მივესალმები. ქენან ომაროვი დიდი ხნის განმავლობაში განათლების სფეროში მუშაობდა. განათლების სფეროშ მომუშავე კადრები კი უფრო ეფექტური მუშაობის მეთოდებს ფლობენ. თუ ასეთი რამე მოხდება, მე ამას დადებითად ვაფასებ. მაგრამ ინფორმაცია არ მაქვს ამის თაობაზე“.

საკითხის გასარკვევად ქენან ომაროვთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მას შემდეგ რაც მერის მოადგილედ დაინიშნა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის მოადგილე ქენან ომაროვი აქამდე მარნეულის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია