ზაურ დარგალმა მუსლიმებს რამაზანის დღესსწაული მიულოცა - ვიდეო

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზანის დღესასწაული მიულოცა.

დღესასწაულის მისალოცი ვიდეო დარგალმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

"ძვირფასო მეგობრებო ყველასთვის წმინდა რამაზანის თვე სრულდება. მე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს განსაკუთრებულად კი მარნეულში და გარდაბანში მცხოვრებ მუსლიმებს ვულოცავ რამაზანის დღესასწაულს. თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას, გილოცავთ რამაზანის ბაირამს"! - ამბობს ზაურ დარგალი

აღსანიშნავია, რომ 13 მაისს მსოფლიო მუსლიმები რამაზანის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამაზანის მარხვა 29 დღის განმავლობაში გრძელდება და მისი დაცვა 18 წელს გადაცილებულ ყველა მორწმუნეს, გარდა ავადმყოფებისა და მოგზაურებისა, შეუძლია. რამაზანის თვე 13-14 აპრილს დაიწყო.


რადიო "მარნეული"

 

Print