ამ ეტაპზე, მარნეულის 16 სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა
მარნეულის საჯარო სკოლებში, პირველკლასელთა რეგისტრაციის ორი ეტაპი დასრულდა. მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 2043 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. ადგილების მაქსმალური რაოდენობა 2 7 92-ია. მონაცემები განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

არის ისეთი სკოლები, სადაც მოსწალეთა მიღების ლიმიტი უკვე შევსებულია:
სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა (25 მოსწავლე), მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა (50 მოსწავლე), მარნეულის N5 საჯარო სკოლა (100 მოსწავლე), მარნეულის N6 საჯარო სკოლა (150).

არის სკოლები, სადაც პირველკლასში შესასვლელად ამ დროისთვის არცერთი მოსწავლე არ დარეგისტრირებულა. ასეთი სკოლებია: ულაშლოს სკოლა (15 ადგილი), წერაქვის სკოლა, (6 ადგილი), ზემო სარალის სკოლა (25 ადგილი), საბირქენდის N1 სკოლა (60 ადგილი), სადახლოს N2 სკოლა (80 ადგილი), შაუმიანის N3 სკოლა (25 ადგილი), იმირი, იმირჭალას სკოლა (30 ადგილი), გიულბაღის სკოლა (10 ადგილი), კასუმლოს სკოლა (100 ადგილი), კაჩაგნის N2 სკოლა (30 ადგილი), კირიხლოს სკოლა (25 ადგილი), კიროვკას სკოლა (20 ადგილი), აღმამედლოს სკოლა (50 ადგილი), ახლოლალოს სკოლა (25 ადგილი), დამიაგეორარხის სკოლა (30 ადგილი), დაშტაფას სკოლა (25 ადგილი).

2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში I ეტაპზე დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები, მეორეეტაპზე რეგისტრაცია კი განხორციელდა მათთვის, ვისი და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია, ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპის რეგისტრაცია 11 მაისს დარულდა.

როგორც ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, დღეს, 13 მარტს რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დაიწყო, სადაც წესით ყველეზე მეტი პირველკლასელი რეგისტრირდება. ამ ეტაპზე მარნეულის 74 საკარო სკოლაში 2792 ადგილიდან მხოლოდ 749 არის შევსებული. III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge-ზე.

რაც შეეხება IV-ბოლო ეტაპს, IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

 მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
 მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები