"უფრო თვალშიმოსახვედრი ადგილი გვჭირდება"- "ევროპული საქართველო" ოფისს ცვლის
პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ფილიალი, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა დაიხურა. როგორც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახემდ იმამყულიევი ამბობს, ოფისის გახსნას, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე გეგმავენ. ის, სადაც მოსახლეობა უფრო შეამჩნევს.

„ჩვენ ოფისი ნაქირავები გვქონდა და გადავეცთ იმას, ვისგანაც ვიქირავეთ. ვფიქრობთ, რომ ოფისი ცენტრში, ცენტრალურ ქუჩაზე ავიღოთ სადმე სხვაგან. რუთაველის ქუჩაზე გვინდა რომ გადავიდეთ იმიტომ, რომ ხალხმა უნდა ნახოს, რომ ოფისი არსებობს. უფრო თვალშიმოსახვედრი ადგილი გვჭირდება, რომ ნახონ ჩვენმა მოსახლეობამაც“

იმამყულიევის თქმით, ფართის მოძიების პროცესი უკვე დაწყებული აქვთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები