საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარნეულში კიკბოქსინგის ამხანაგური ტურნირი გაიმართება

26-დან 28 მაისამდე პერიოდში ქალაქ მარნეულში მდებარე „ატა-ჰოლდინგის“ სპორტულ ცენტრში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, კიკბოქსინგის ამხანაგური ტურნირი გაიმართება.



რადიო „მარნეულს“ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში განუცხადეს, რომ მათ მიერ ორგანიზებული ტურნირი საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი იქნება მიძღვნილი. ტურნირში, საქართველოს 18 ქალაქიდან, 150 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 15 წონით კატეგორიებში გადანაწილდებიან.

ტურნირის გახსნის ცერემონია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხოლო ფინალური გამოსვლები და დაჯილდოვების ცერემონია 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოკუდებლობის დღის, გაიმართება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები