„როგორ ართმევს თავს, ვისაც არანაირი შემოსავალი არ აქვს, სოციალურზე ან პენსიაზეა დამოკიდებული“ - მოვაჭრე ფასების მატებაზე
დარეჯან ქველაძე 23 წელია, რაც მარნეულის ბაზრის შესასვლელში, სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდის. ამბობს, რომ ვაჭრობა განახევრებული, პროდუქტები გაძვირებული და საარსებო მინიმუმი შემცირებულია. მიუხდავად იმისა, რომ დარეჯანი საოჯახო მეურნეობით არის დაკავებული და ბაზრიდამ ყოველდღიური შემოსავალიც აქვს, ამბობს, რომ ყოფით პრობლემებთან გამკლავება მასაც ძალიან ურთულდება.


„გაორმაგებულია ფასები თითქმის ყველაფერზე. პროდუქტები რომ ავიღოთ, დღეს მაგალითად, ერთ პურში გადავიხადე 1.20, თბილისიდან ჩამოაქვთ ხოლმე. ყოველ დღე 5 პურს ვყიდულობ, შვიდი სული ადამიანი ვართ სახლში და 150 ლარის პური როცა გინდა თვეში მარტო, მერე უნდა იფიქრო იმის ზეთზე, პესკოზე, რა ვიცი რამდენი წვრილმანი სჭირდება კიდევ ოჯახს. ამ ყველაფერს როგორ ართმევენ თავს ისეთები, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ. ან სოციალურზე არიან დამოკიდებული ,ან პენსიაზე, ან ერთი ხელფასი აქვთ. კატასტროფის და შიმშილის ზღვარზეა უმეტესი ოჯახები, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ყველას ვუთანაგრძნობ მართლა და კიდევაც ვიტყვი ხოლმე, რაღაცა რომ მქონდეს ისეთი საშუალება, რომ დავეხმარო, მაგრამ დღეს ჩვენი ოჯახების გამოკვებაც კი გვიჭირს“



დარეჯანის მსგავსად პროდუქტების ფაისს გაზრდას არაერთი მარნეულელი უსვამს ხაზს. ამბობენ, რომ ახლა პურს, ზეთს, შაქარს, წიწიბურას, ბრინჯს, ფქვილს და ტკბილეულს, გაორაგებული ფასები ადევს და თვიდან-თვემდე, თავის გატანა ძალიან უჭირთ.
„კარაქი გაძვირდა. მაგრამ ხილ-ბოსტნი არა. 300-400 ლარია ხელფასები და ამით იყიდი ამ პროტუქდებს? ცოტა ხალხზეც იფიქრონ. 5 კგ კარაქი 32 ლარი გახდა. პურის წონა შემცირდა, ფასი გაძვირდა“ - ამბობს გულნაზ რუსტამოვა

„ძალიან გაძვირებულია ყველაფერი. ხალხი სოფლიდან ჩამოდის და ვერაფერს ყიდულობს. 5 ლარიანი რაღაცა, 15 ლარი გახდა, ვერაფერს ვყიდულობთ. ასე როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა?“ - თქვა ელმურაზ ბაღმანოვმა



„50 წელი მედდა ვიყავი, ახლა შიმშილით ვკვდები. მივდივარ მაღაზიაში და ყველაფერი ძვირია, ვერ ვყიდულობ. რამე იღონონ, ასე როგორ შეიძლება. მდიდრები ცოხვრობენ და ღარიბები ვკვდებით. ამას სახელმიწფო კი არა მაღაზია აძვირებს. აი, ნახეთ, რა ვიყიდე და 30 ლარი გადავიხადე, ფაქტობრივად, არაფერი მიმაქვს სახლში“
- ამბობს თოვუზ მამედოვა



“ჩემი აზრით, ყველა პროდუქტზე გაძვირდა ფასი, გასაოცარი აქ არაფერია. იმიტო, რომ პანდემიაა და ათასი წინაპირობაა ამისთვის და მგონი ჩვეულებრივი მოვლენაა. გაძვირდა კი, მაგრამ ვის უნდა უჩივლო ამაზე. მე ვმუშაობ და არ მიჭირს პროდუქტების ყიდვა. ძირითადად გაძვირებულია ზეთი და ისეთი პროდუქტები, რომელიც შემოტანილია“
- ამბობს მარნეულელი მოსახლეობა - თქვა ნათელა გვეხიძემ

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა. გაძვირდა პროდუქტები, მათ შორის მზესუმზირის ზეთი 62,8%-ით, წიწიბურა, 36,4%-ით, შაქარი 30.1%-ით და სხვა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები