მარნეულში კიკბოქსინგის ახალგაზრდული ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა

26 მაისს მარნეულში, ატა-ჰოლდინგის სპორტულ კომპლექსში, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის კიკბოქსინგის ამხანაგური ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა.



ღონისძიება საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმია მიძღვნილი. ტურნირის გახსნის ცერემონიამდე საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები გაჟღერდა. შემდგომ კი საქართველოს კიგბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ჯავახია, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი სეიმურ ილიასოვი და საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარე ტოფიგ აკპეროვი სიტყვით გამოვიდნენ და ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

„საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმეთა კავშირის“, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირზე, 12 ქალაქიდან 15 წონის კატეგორიაში, 150 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია რომ ტურნირი სამი დღე გაგრძელდება. ფინალური შეხვედრა და დაჯილდოვება 28 მაისს გაიმართება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები